.png)
განსაზღვრულია საჯარო სკოლის პირველკლასელთა (III ეტაპი) ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი
.png)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
აღნიშნული ეტაპი 15 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად ვებგვერდზე: registration.emis.ge
საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე შესაძლებელია გადამოწმდეს, რომელ სკოლაში აქვს ბავშვს რეგისტრაციის შესაძლებლობა. გადამოწმება ხელმისაწვდომია აქ
მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.
იმ პირთა შემთხვევაში, რომელთა საცხოვრებელ მისამართად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში მითითებულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე.
სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეთ აქ
რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია იხილეთ აქ
დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 10 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - ისანი;
სასკოლო უბანი - სამგორი;
სასკოლო უბანი - ვაკე;
სასკოლო უბანი - საბურთალო;
სასკოლო უბანი - დიდუბე;
სასკოლო უბანი - ჩუღურეთი;
სასკოლო უბანი - გლდანი;
სასკოლო უბანი - ნაძალადევი;
სასკოლო უბანი - მთაწმინდა;
სასკოლო უბანი - კრწანისი.
მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებული ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.
ქუთაისი -5 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - ავტოქარხანა;
სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;
სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;
სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;
სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.
ბათუმი - 4 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;
სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;
სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი;
სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო.
რუსთავი - 3 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.
რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს - აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.
დარეგისტრირებულ სკოლაში დოკუმენტების წარდგენის ვადა: 27 მაისი – 12 ივნისი
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამის სკოლაში წარადგინოს:
• განცხადება;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
⚠️ დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
• დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 0 32 2 200 220
• მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@emis.ge
• მოგვწერეთ Facebook Messenger-ში: https://www.facebook.com/emis.ge