ატესტატები და დუბლიკატები

ატესტატის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საბუთების მიღება და ატესტატების გაცემა 23 იანვრიდან მოხდება 11 სთ-დან 14 სთ-მდე.
2012 წლის 3 იანვრიდან შეიცვალა ატესტატის დუბლიკატის მისაღებად გადასახდელი თანხის ანგარიშსწორებისათვის საბანკო რეკვიზიტები


ატესტატი

საბაზო საფეხურის ატესტატი, სრული ზოგადი განათლების ატესტატი და სხვ.
დუბლიკატი

დუბლიკატების გაცემისა და დაჩქარებული მომსახურების წესები
მომსახურების ვადები

დაჩქარებული წესი,  საბანკო რეკვიზიტები და მომსახურების ვადები


ატესტატი

ატესტატების მისაღებად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაცია:


საბაზო საფეხურის ატესტატი:

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბოლო სამი წლის შეფასების უწყისი;
  • სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სრული ზოგადი განათლების ატესტატი:

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ვინც ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს:

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შუამდგომლობა სკოლიდან, გარდა იმ შემთხვევებისა თუ დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა რომელშიც მითითებული იქნება, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების ამონაწერი, ბრძანების ნომერი, სათაური და გამოცემის თარიღი;
  • სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


დუბლიკატი

დუბლიკატი გაიცემა, იმ პირებზე ვინც გაცემული დოკუმენტი დაკარგა(დააზიანა) ან პროგრამის დასრულების წელს არ აიღო.

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (პროფესიული განათლების დიპლომი და სახელობო განათლების სერტიფიკატი; სრული ზოგადი და საბაზო განათლების ატესტატი) დუბლიკატის ასაღებად, მსურველებმა სააგენტოში შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: 

პროფესიული განათლების დიპლომი და სახელობო განათლების სერტიფიკატი:

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ); 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა (იმ შემთხვევაში თუ სასწავლებელი რეორგანიზებულია ან გაუქმდა, დოკუმენტაციას აღნიშნული დაწესებულების უფლებამონაცვლე გასცემს);
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება ბრძანების ნომერი, სათაური და გამოცემის თარიღი. ასევე, ადრე გაცემული დოკუმენტის ნომერი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემხვევისა თუ პირმა დოკუმენტი დაკარგა ან არ აუღია პროგრამის დასრულების წელს;
  • სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სრული ზოგადი და საბაზო განათლების ატესტატი (თუ არ მიუღია პროგრამის დასრულების წელს):

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შუამდგომლობა სკოლიდან, გარდა იმ შემთხვევებისა თუ დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების ამონაწერი, ბრძანების ნომერი, სათაური და გამოცემის თარიღი;
  • სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

სრული ზოგადი და საბაზო განათლების ატესტატი (თუ დაკარგა ატესტატი):

  • განცხადება (ივსება ადგილზე ან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელ.ვერსია, დაბეჭდოთ და შევსებული მოიტანოთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შუამდგომლობა სკოლიდან, გარდა იმ შემთხვევებისა თუ დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების ამონაწერი, ბრძანების ნომერი, სათაური და გამოცემის თარიღი; ამონაწერის არ არსებობის შემთხვევაში, ატესტატების გაცემის ჟურნალის ასლი, რომელშიც მითითებული იქნება ადრე გაცემული ატესტატის ნომერი და პირის ხელმოწერა გატანაზე;
  • ადრე გაცემული დოკუმენტის ნომერი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემხვევისა თუ პირმა დოკუმენტი დაკარგა ან არ აუღია პროგრამის დასრულების წელს;
  • სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;


მომსახურების ვადები

დუბლიკატების გაცემა მოხდება:

  • ჩვეულებრივი წესით - განცხადების შემოსვლიდან 10 სამუშაო დღეში (25 ლარი);
  • დაჩქარებული წესით - განცხადების შემოსვლიდან 2 სამუშაო დღეში (50 ლარი).