უმაღლესი განათლების დაფინანსება

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება:

    1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები - არაუმეტეს 4 წელი

    2. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი

    3. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი

    4. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 6/არაუმეტეს 5 წელი

    5. მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი

    6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი 
    • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით - არაუმეტეს 2 წელი 

    • ერთ საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) გრანტი (მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში) გაიცემა მხოლოდ ერთხელ
    • ერთი საფეხურის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი პროგრამის დასაფინანსებლად
    • გრანტის თანხა ითვლება რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით
      ბაკალავრიატის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 1 ნოემბრისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით 
      მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 15 ნოემბერისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით
      მართვის სისტემა საგრანტო თანხების გაანგარიშებას ახორციელებს მხოლოდ ზემოხსენებულ თარიღებში რეესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად დაფიქსირებული პირებისათვის, რომლებიც ირიცხებიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 
    • უსდ-ს მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უსდ-სთვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი

    • ამ საფუძვლით გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში უსდ არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა 


      გრანტით ფინანსდება მხოლოდ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები!!!  


    • ამასთან, პროგრამას აკრედიტებული სტატუსი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 1 ნოემბერს (ბაკალავრიატის საფეხურზე) და 15 ნოემბერს (მაგისტრატურის საფეხურზე), ხოლო გაზაფხულის სემესტრში - 1 აპრილს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საფეხურებზე)
    • პროგრამების სტატუსებისა და აკრედიტაციის ვადის გასვლის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ აქ.
    • თუ საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც გსურთ მობილობით გადასვლა, არ იძებნება მოცემულ სიაში, პროგრამას არ აქვს აკრედიტებული სტატუსი და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ


    მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში:
    • სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 
      სტუდენტს მოპოვებული გრანტი გადაყვება თავდაპირველად მოპოვებული ოდენობით.
    • როცა მიმღები პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტი უტოლდება ამ პროგრამის საფასურს.
    • ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს გრანტი მიყვება წინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროგრამაზე არსებული ოდენობით.
    • თუ სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი პროგრამისგან განსხვავებულ პროგრამაზე,  მიმღები პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის კანონით გათვალისწინებული წლების განმავლობაში
    • მობილობის განხორციელების შემდგომ, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში, აკრედიტებულ პროგრამაზე გრანტი გადაყვება ავტომატურად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც დამატებით განცხადებით მომართვა საჭირო არ არის
    მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში დაუშვებელია: 

    • სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

    მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიმღებ პროგრამაზე არ გადაყვება პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება!!!

    მნიშვნელოვანია:

    • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში პირს უნარჩუნდება გრანტი
    • თუ პირს სტატუსი შეუჩერდა უცხო ქვეყნის დაწესებულებაში სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რომლის დროსაც შეუძლებელია სწავლის გაგრძელება, მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება ამ საფუძვლის არსებობის ვადით
    • სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა უსდ-ს პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით
    • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით