უმაღლესი განათლების დაფინანსება

სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება:

  1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები - არაუმეტეს 4 წელი; 

  2. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი;

  3. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი;

  4. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 6/არაუმეტეს 5 წელი;

  5. მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი. 

  6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი 
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით - არაუმეტეს 2 წელი 

  • ერთ საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) გრანტი (მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში) გაიცემა მხოლოდ ერთხელ;
  • ერთი საფეხურის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი პროგრამის დასაფინანსებლად;
  • გრანტის თანხა ითვლება რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით; 
    ბაკალავრიატის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 1 ნოემბრისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით; 
    მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 15 ნოემბერისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით; 
    მართვის სისტემა საგრანტო თანხების გაანგარიშებას ახორციელებს მხოლოდ ზემოხსენებულ თარიღებში რეესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად დაფიქსირებული პირებისათვის, რომლებიც ირიცხებიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; 
  • უსდ-ს მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უსდ-სთვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი; 

  • ამ საფუძვლით გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში უსდ არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა 


    გრანტით ფინანსდება მხოლოდ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები!!! 

    მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში:
  • სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 
    სტუდენტს მოპოვებული გრანტი გადაყვება თავდაპირველად მოპოვებული ოდენობით.
  • როცა მიმღები პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტი უტოლდება ამ პროგრამის საფასურს.
  • ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს გრანტი მიყვება წინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროგრამაზე არსებული ოდენობით.
  • თუ სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი პროგრამისგან განსხვავებულ პროგრამაზე,  მიმღები პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის კანონით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.

მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში დაუშვებელია: 

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  • ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ამ გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სოციალური გრანტი მოპოვებულია იმ პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ სოციალური გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით (აღნიშნული შეზღუდვა ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც ნაწილობრივი გრანტი მოიპოვეს 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წლებში).
  • თუ სტუდენტი, ვერ გადაიტანს ნაწილობრივ ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ გრანტს და შემდგომ დაბრუნდება ისეთ პროგრამაზე, რომელიც მის მიერ გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი გრანტით, მას აღუდგება მის მიერ მოპოვებული ნაწილობრივი ან/და სოციალური გრანტით სარგებლობის უფლება.
  • მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე მოპოვებული გრანტის გადატანა. 

    სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიმღებ პროგრამაზე არ გადაყვება პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება!!!

მნიშვნელოვანია:

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში პირს უნარჩუნდება გრანტი;
  • თუ პირს სტატუსი შეუჩერდა უცხო ქვეყნის დაწესებულებაში სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რომლის დროსაც შეუძლებელია სწავლის გაგრძელება, მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება ამ საფუძვლის არსებობის ვადით;
  • სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა უსდ-ს პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.