განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:
01/17/2024
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:  
 
  • 2023-2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2024 წლის  15 იანვრიდან 2024  წლის 22 იანვრის ჩათვლით;  
  • სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, მართვის სისტემაში,  ელექტრონული ფორმით წარმოდგენის ვადაა - 5 თებერვალი;
  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2024 წლის  12 თებერვლიდან   2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. 


სტუდენტთა საყურადღებოდ:  
 
მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2024 წლის  30 იანვრიდან  2024 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე 
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge
 
ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).  
 
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 
 
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს.