Title

ძირითადი მოვალეობები:

•    საბუღალტრო აღრიცხვა და საბანკო ოპერაციების წარმოება;
•    საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
•    ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსება და დროულად წარდგენა;
•    ფინანსური მონიტორინგის წარმოება და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ფორმების შევსება და წარდგენა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
•    კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად პერიოდული დეკლარაციების შევსება და დროულად წარდგენა;
•    პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების დროული შესრულება და კონტროლი;
•    პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
•    შიდა კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მისი სრულყოფის/გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობის მიღება;
•    სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
•    კომპანიაში არსებულ სააღრიცხვო სისტემებს შორის შესაბამისობის კონტროლი;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ბუღალტრული აღრიცხვა ან/და აუდიტი);
•    საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია სსიპ-ში მუშაობის გამოცდილება);
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა; სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი;
•    საბუღალტრო პროგრამაში ,,ORIS“-ში  მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა;
•    წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
•    MS Excel-ის კარგი ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

•    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV საჯარო სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით (hr.gov.ge)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 29 მარტი.